მომდევნო წლებში უკვე გაწერილი იქნება სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვახორციელებთ რეორგანიზაციას შეიარაღებულ ძალებში – ამის შესახებ გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა არის ის, რომ შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად იყოს თავსებადი ნატოს სტანდარტებთან.
”ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით შეიარაღებულ ძალებს, ადეკვატურს იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში არსებობს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ თავსებადი ნატოს სტანდარტებთან. მომდევნო წლებში უკვე გაწერილი იქნება სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვახორციელებთ რეორგანიზაციას შეიარაღებულ ძალებში. იქნება სტრუქტურული ცვლილებები, როგორც სამანევრო ელემენტებში, ასევე საბრძოლო მხარდაჭერის და უზრუნველყოფის ელემენტებშიც”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
ვლადიმერ ჩაჩიბაია შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს
2016/11/23 14:28:29
ნანახია: 1373 ჯერ