მცხეთის შესასვლელთან ხიდიდან პიკაპის ტიპის სამხედრო ავტომობილი მტკვარში გადავარდა.
ავტომობილის მძღოლმა მცხეთის ხიდთან საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია მედდა, ავტომობილში გარდაცვილის გარდა, ორი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.
მაშველებმა ავტომობილის ამოყვანა მდინარიდან უკვე მოახერხეს.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
კომენტარები