პენტაგონმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება MiG-29 ტიპის გამანადგურებლების უკრაინაში მიწოდების მიზნით გადაცემის შესახებ. უწყების პრესმდივნის, ჯონ კირბის განცხადებით, პენტაგონს არ სჯერა, რომ პოლონეთის წინადადება თანამიმდევრულია.
„ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რომ ამის ლოგიკური დასაბუთება არსებობს. გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ამ საკითხთან დაკავშირებით და მის მიერ წარმოქმნილ რთულ ლოგისტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ პოლონეთის წინადადება გონივრულია,“- განაცხადა კირბიმ.
პოლონეთის ხელისუფლება, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ, მზად არის, თავისი ყველა MIG-29 „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს და აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში გადასცეს.
„ამავდროულად, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, მოგვაწოდოს მეორადი თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზად არის, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს ნატოს სხვა მოკავშირეებს, რომლებსაც MIG-29 აქვთ, იმავე პრინციპით იმოქმედონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
6 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მწვანე შუქი მიიღეს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.