ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-მ გაზარდა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. ასევე უპრეცედენტო სანქციების გამო, რუსეთს ძვირის გადახდა უწევს.
„მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან.“თუმცა, მნიშვნელოვანია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ
.სტოლტენბერგის თქმით, ნატო და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ წვრთნიან.
კომენტარები