ბოლო 24 საათის განმავლობაში სამშობლოში სახელმწიფოს ხელშეწყობით დაბრუნდა უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს 80-მდე მოქალაქე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარიამ ნარჩემაშვილმა განაცხადა.
„ძირითადად ეს გახლავთ პოლონეთის მიმართულება. როგორც იცით, სწორედ პოლონეთში ხდება უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია. იცით, რომ ქალაქ ლვოვში საქართველოს საკონსულო დაწესებულება და ასევე, პოლონეთში საქართველოს საელჩო მუშაობენ იმაზე, რომ ორგანიზებულად მოხდეს ლვოვიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა და ამისთვის ამოქმედებულია სპეციალური რეისი ვარშავა-ლვოვის მიმართულებით. ასევე, მიმდინარე კვირას, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდნენ რუმინეთიდან საქართველოს მოქალაქეები. საერთო ჯამში 75 საქართველოს მოქალაქე და ასევე, ორგანიზებულად ხდება მოქალაქეების გადმოყვანა ოდესიდან მოსაზღვრე სახელმწიფოებში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარიამ ნარჩემაშვილმა.