ვაკის, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის დეკანოზმა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგებისას ადამიანების მიერ, სხვისი ტკივილის გაზიარების ნაკლებობაზე ისაუბრა და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მან გაიხსენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც მისი თქმით, რესტორნები “სავსე იყო ხალხით” იმ დროს, როდესაც თანამოქალაქეებს სახლებიდან ყრიდნენ, კლავდნენ.
“მახსოვს, როდესაც 2008 წლის ომი იყო, რესტორნები სავსე იყო საქართველოში, წარმოგიდგენიათ? ხალხი იხოცებოდა და ქართველი კაცი ქეიფობდა.
ჩვენი თანამემამულეები სახლებს ტოვებდნენ, მათი სახლები გადაწვეს და ვიღაც ქეიფობდა, ვიღაც დროს ატარებდა”-განაცხადა მამა შალვა კაკელიამ.
მან ასევე აღნიშნა მაშინდელი ხელისუფლების ქმედება, როდესაც რუსთაველის გამზირზე კონცერტი გაიმართა
წაგებული ომი გვადღესასწაულეს და კონცერტი ჩაატარეს, ახალგორი დავკარგეთ, კოდორი დავკარგეთ, ამდენი სოფელი დაიკარგა და ჩვენ აქ ვიდღესასწაულეთ, კონცერტი ჩაატარეს, ბრძოლის ველზე ახალგაზრდა ბიჭები დაიღუპნენ”- აღნიშნა შალვა კეკელიამ.