თურქეთის სანაპირო დაცვამ ბოსფორის სრუტეში უცხო ობიექტი აღმოაჩინა, რის გამოც სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, უცხო ობიექტი, რომელიც წყლის ზედაპირზე ჩანდა მაღალი ალბათობით ნაღმია.
როგორც თურქული მედიას რუსეთის დაზვერვის განცხადება მოჰყავს, რომელშიც ნათქვამია რომ ნაღმები ნაწილი , რომლითაც უკრაინის სანაპირო იყო დანაღმული, უამინდობის გამო სამაგრებს მოწყდა და არსებობდა ალბათობა, რომ მათ სტამბოლამდეც მიეღწიათ.
სანაპირო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი, რომელიც არეგულირებს საზღვაო მოძრაობას, აფრთხილებს მეთევზეებს და გემებს არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, ექსპერტები აგრძელებენ გამოძიებას.
კომენტარები