29 მარტს ქუთაისში +16 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. უნალექი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექი დღეა ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. გამოიდარებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. უნალექო დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში. ჰაერი დღისით +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, სადაც დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი. ახალციხეში დღისით მზე და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა მოსალოდნელ ბორჯომში, სადაც დღისით +13, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა მოსალოდნელი და დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი.
გუდაურში უნალაქო დღეს პროგნოზირებენ. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც გამოიდარებს. +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს სიღნაღშიც, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც უნალექო დღე და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.