ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ დღეს საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავა. ისინი ასობით ბინის გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.
ოპერაცია მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და დასახლება ბარაკალდოში ჩატარდა. ასევე დაკავებულები არიან ესპანეთის მოქალაქეები, რომელთა მეშვეობით ქართველები მოპარულ ნივთებს ასაღებდნენ. ეს ძირითადად საიუველირო ნაწარმი და მაჯის საათები იყო.
ასევე ესპანეთის პოლიციამ „კანონიერ ქურდზე“ სპარტაკ ჯაფარიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ის, სავარაუდოდ, იტალიაში იმალება.
უახლოეს მომავალში საგამოძიებო მოქმედებების კოორდინაციისთვის ესპანელი სამართალდამცველები საქართველოში ჩამოვლენ.
კომენტარები