აშშ-ს შტატ კალიფორნიაში, ქალაქ ოკლენდის ღამის კლუბ Rave Cave-ში გუშინ გვიან ღამით მომხდარი ხანძარის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა 40-მდე გაიზარდოს.
ამ დროისთვის, გარდაცვლილად ოფიციალურად 9 ადამიანი სახელდება.
ხანძარი სან ფრანცისკოს მახლობლად, ღამის კლუბში წვეულების დროს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს დარბაზში 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
კომენტარები