საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
წირვას დაესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები.
ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. მცხეთობასთან დაკავშირებით, მცხეთის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის გალა-კონცერტი და საპატიო მცხეთელის დაჯილდოების ცერემონია.
