უკრაინაში, კიევთან ახლოს ურთიერთშეუთანხმებლობის გამო ორ სხვადასხვა სამართალდამცავ უწყების წარმომადგენლებს შორის ატეხილ სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი სისხლის სამართლის დანაშაულის საგამოძიებო სამსახურში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში სახლის ძარცვა უნდა მომხდარიყო. სამსახურის წარმომადგენლები, ორ პოლიციელთან ერთად, სახლთან ახლოს ჩასაფრდნენ. საუბედუროდ, ამავე დასახლების ერთ-ერთ სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო და ვითარებაში გასარკვევად აღნიშნულ მისამართზე უკრაინის დაცვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები გაემართნენ. ჩასაფრებულ სამართალდამცავებს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მძარცველები ეგონათ და მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი, ორი დაცვის სამსახურის უფროსი და ერთი სპეცრაზმელი.
მძარცველებმა სროლის ხმა გაიგეს და მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი მალევე დააკავეს. მომხდარ ფაქტს კიევის პროკურატურა იძიებს.
უკრაინაში პოლიციის და დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
2016/12/04 18:44:51
ნანახია: 1697 ჯერ