კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო დღეს ქალაქ სანტიაგო-დე-კუბას სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვა პრივატულ გარემოში გაიმართა. მოკრძალებული იყო დაკრძალვის ცერემონიაც.
კუბური რადიოს ინფორმაციით, ქალაქის მცხოვრებლები სამგლოვიარო ცერემონიას ცენტრალური ქუჩის გასწვრივ დახვდნენ.
ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული – დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
კომენტარები