სირიის ქალაქ ალეპოში ამბოხებულების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად რუსი ექთანი დაიღუპა. დაშავებულია ასევე ორი ექიმი.
გავრცელებული ინფორმაციით, აჯანყებულებმა რუსეთის ხელისუფლების მიერ ალეპოში მოწყობილ საველე ჰოსპიტალს გაუხსნეს ცეცხლი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალეპოში ექთნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მედდა რუსული მობილური ჰოსპიტალის მისამართით აჯანყებულების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.
კომენტარები