გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი.
თემაზე კომენტარი გააკეთა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.
„ვაცალოთ ტარიფების დეპარტამენტს. არის სხვა კომპონენტებიც, რომელიც გასათვალისწინებელია, ამიტომ არ გვინდა ვარაუდის დონეზე ვთქვათ რამე. მოვიცადოთ 3 დღე და ორშაბათისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი”, – განაცხადა შონიამ.
კომენტარები