თუ საბოლოოდ დადგება შედეგი, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები აიკრძალება, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. წინა პლანზე გამოვლენ ახალი მოთამაშეები, რომელთაც განვითარების ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობა ექნებათ, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ.
ჩიხელიძის თქმით, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო.
„საზოგადოებაში იყო ამის დაკვეთა და ჩემთვის ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენს შემდგომ თაობებს შევთავაზოთ გაყალბებული ისტორია, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის დემოკრატიის მანტიით შემოსილი მმართველობა და პარტია.
გარდა ამისა, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და თუ საბოლოოდ დადგება შედეგი, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები აიკრძალება, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. წინა პლანზე გამოვლენ ახალი მოთამაშეები, რომელთაც განვითარების ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობა ექნებათ.
აქ საუბრობენ რამდენად დემოკრატიულია თვითონ ეს პროცესი. დემოკრატიის მთავარი პრინციპი და ქვაკუთხედი არის კანონის უზენაესობა. როდესაც პროცესის მიზანს წარმოადგენს პირუთვნელი სიმართლის დადგენა, ჭეშმარიტების დადგება, ეს როგორ შეიძლება შეფასდეს არადემოკრატიულად, ეს ჩემთვის გაუგებარი და ალოგიკურია“, – აღნიშნა მან.
