შინაპატიმრობა შესაძლოა აღმკვეთი ღონისძიების სახითაც იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ისაუბრა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ქალ პატიმრებზე, კერძოდ, დედებზე, რომლებსაც 3 წლამდე შვილები ჰყავს.
„როგორც არასრულწლოვნების მიმართ მოქმედებს, ვგეგმავთ, რომ სრულწლოვნების მიმართაც, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, სანქციის სახით გაიწეროს შინაპატიმრობა.
3 წლამდე ბავშვები ვისაც ჰყავს, განშორება ძალიან რთულია. ამიტომ, განშორების მომენტი ძალიან მტკივნეული რომ არ იყოს, ასეთი რამე მოვიფიქრეთ – თუ პატიმარ ქალს ჰყავს 3 წლამდე შვილი, წლის მანძილზე მიეცემა საშუალება, შაბათ-კვირა შვილთან ერთად, დაწესებულების გარეთ გაატაროს. ასევე გვაქვს ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანის უფლებების განმტკიცებასთან”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.