„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ის არის ოლიგარქიული რეჟიმის ერთი ყველაზე იაფფასიანი ჭანჭიკი.
„არ ვაპირებთ პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას. გვგონია, რომ ესეც არის ფარსი. ამიტომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვიქნებით, სალომე ზურაბიშვილთან ამ თემაზე არაფერი სალაპარაკო არ მაქვს. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. თუ ამ ნაბიჯს არ დგამს, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ის არის ოლიგარქიული რეჟიმის ერთი ყველაზე იაფფასიანი ჭანჭიკი“, – აცხადებს ვაშაძე.
ოპოზიციის ნაწილი აპირებს, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს.
კომენტარები