სანზონის დასახლებაში, N6 კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ახალი მილები 110 გრძივ მეტრზე ეწყობა. ასევე, მონტაჟდება ხუთი საკომუნიკაციო ჭა. კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო.
„აღნიშნულ მისამართზე ორი სადარბაზოს წყალარინების ქსელი იცვლება. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე, სანზონის N1 კორპუსთან ანალოგიური სამუშაოები უკვე ჩატარდა. N6 კორპუსთან სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ პერიმეტრზე მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა სრულად მოგვარდება და ადგილობრივ მოსახლეობას ქსელებთან დაკავშირებული დისკომფორტი აღარ ექნება“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 46 586 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.