დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა – ირაკლი ჩხვირკიამ და ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვეს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ საპატიმრო დატოვა ნანა სანდერმაც. 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების მონაწილეებმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს.
პროკურატურა სანდერსს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდა. ირაკლი ჩხვირკიას კი ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
„გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და მოვაწერე ხელის საპროცესოს. ბუნებრივია, როცა საპროცესოს აფორმებ, აღიარებ ბრალდებას. ეს არ არის ხელისუფლების საჩუქარი, ეს მიღწეულია ბევრი ბრძოლისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით და ეს უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.
