გადაცემა “არჩევანში” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქარაძის ინტერვიუს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა სიცრუე უწოდა, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა:
“გავეცანი პრეტენზიებს დავით ბაქრაძის ინტერვიუს ცალმხრივობის თაობაზე. ვერ გავიზიარებ ვერც ერთს.
ეს იყო დავით ბაქრაძის ინტერვიუ, როგორც რამდენიმე კვირის წინ ჩვენსავე არხზე გავიდა მიხეილ სააკაშვილის გაცილებით ვრცელი ინტერვიუ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იმავე თემას.
შესაბამისად, დავით ბაქრაძეს წამყვანი ვერ და არ მოუწყობდა დებატების სიმულაციას, მით უფრო, ღრმად ინსაიდერულ პარტიულ დეტალებზე.
რაც შეეხება პასუხის გაცემას. ინტერვიუ არის დამოუკიდებელი ხდომილება, რომელიც წარმოშობს ნიუსებს და პროვოცირებას უკეთებს რეაქციას. იქნება რეაქცია – იქნება შესაბამისი გაშუქება. მოუნდებათ მხარეებს დებატების რეჟიმში დაპირისპირება, ეთერს დავუთმობთ ამ სურვილსაც, როგორც ქვეყნის უმსხვილეს პარტიაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენას, მათ შორის, ჩვენი მაყურებლის დიდი ნაწილისთვის საინტერესოს.
გმადლობთ, რომ გვიყურებთ.”-წერს გვარამია სოციალურ ქსელში.