17:00 საათის მდგომარეობით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 12 033 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ოლქების მიხედვით, ამომრჩეველთა შემდეგი აქტივობა ფიქსირდება: – გლდანი – 3 830 მისული ამომჩეველი (11,2%); გარდაბანი – 1 873 მისული ამომრჩეველი (26,3%); კასპი – 1 080 მისული ამომრჩეველი (40,3%); წყალტუბო – 1 755 მისული ამომრჩეველი (50,4%); ოზურგეთი – 2 315 მისული ამომრჩეველი (49,3%); ხობი – 109 მისული ამომრჩეველი (44,7%); ზუგდიდი – 1071 მისული ამომრჩეველი (54,1%).
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ”საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვინაიდან საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათი დარჩა”, – აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა.