პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნიკა მელიამ თავისი უმოქმედობით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 8 პროცენტამდე დაიყვანა, ეს კი ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აწყობს.
„ჯიპოსანი “ღვთისმსახურები”, ჯიპოსანი ოპო.პარტიის “თავმჯდომარე”. ვაახ ასე ძალით რატომ არიგებთ ამ ჯიპებს, არ უნდა ამ ხალხს და ძალით რატომ “ტენით” ოჰ ასე როგორ შეიძლება?! ეს იუმორით, ხოლო რეალობა ასეთია:
სააკაშვილს პიჯაკებზე ასამართლებენ, მოწამლული, თან კოვიდით სიცოცხლეს ებრძვის, მოქმედი თავმჯდომარე მელია ამ დროს ბრიფინგს აწყობს და თანამდებობებს ანაწილებს ( სააკაშვილს არ ახსენებს) 40 ათასი კაცი დარეგისტრირდაო ამბობს გახარებული მოქმედი “თავმჯდომარე” (რომლის ” მოღვაწეობის ” დროსაც ნაც მოძრაობა უძრაობად იქცა და ოფიციალური კვლევის შედეგით 8 პროცენტამდეა პარტიის რეიტინგი, დიახ ამ უმოქმედობით დაიყვანა დასავლური მსხვილი ოპო პარტია მელიამ ) და 200 კაცი არ და ვერ გამოჰყავს კლინიკა ვივამედთან…… ამ დროს ხელისუფლების ნაცნობი სახეები გულშემატკივრობენ სწორედ მელიას, რადგან აწყობს ხელისუფლებას სწორედ ასეთი უმოქმედო მსხვილი ოპო პარტია და ეს “თავმჯდომარე” , ასეა და დიდი ტვინის განძრევა ამ სქემას არ სჭირდება.
სქემა ასეთია – ოლიგარქ ივანიშვილის თამაშები და პაიკად ქცეული “თავმჯდომარე” = წაგებას.
გამოსავალი ერთია!
უძრაობას არა!
გაუმარჯოს მოქმედებას – მოძრაობას!!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.