არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება არანაირად, ლაპარაკია უკრაინაზე,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის Spiegel-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
„არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება არანაირად, ლაპარაკია უკრაინაზე. ჩემი შვილის შემთხვევაში ასე იყო, რომ მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილში, სადაც ნახავდნენ, აეროპორტი იქნებოდა, კაფე იქნებოდა თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა სასწრაფოდ არის აუცილებელი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.