პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში ფოტოებს და სტატუსს აქვეყნებს:
„ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საახალწლო შეხვედრა ბოდბისხევში, მოხუცთა პანსიონატში არაჩვეულებრივ ქალბატონებთან და ბატონებთან ერთად.
ცრემლმორეული სიხარულით ხვდებოდნენ ჩვენი მასპინძლები პარლამენტის თავმჯდომარეს შვილთან ერთად…
კიდევ არაერთხელ ვეწვევით ჩვენს უფროს თაობას თავშესაფრებსა თუ პანსიონებში, ვისაუბრებთ, ვიმსჯელებთ ერთად და ვეცდებით, რომ ჩვენს ტრადიციებზე დაფუძნებული მართებული პოლიტიკით მაქსიმალურად გავალამაზოთ მათი ცხოვრება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულებს!
და შეგვძლებოდეს, რომ ძალიან ბევრი ლამაზი წელი და დღეები გვეჩუქებინოს ჩვენი მშობლებისთვის და ჩვენი უფროსი მეგობრებისთვის…”,- წერს ჯაში.
კომენტარები