ცოდვის კალო ტრიალებს მათ ოჯახებში, საშინელებაა, რაღაც უნდა ვიღონოთ ყველამ ერთად, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.
“ბოლო კვირის განმავლობაში, როგორც მითხრეს, ექვსი ახალგაზრდა შეიწირა ე.წ. “წვეთოვანმა ბიომ”.
ცოდვის კალო ტრიალებს მათ ოჯახებში, საშინელებაა, რაღაც უნდა ვიღონოთ ყველამ ერთად.
მშობლებს მივმართავ – გააფრთხილონ და გააკონტროლონ ახალგაზრდები.
რაც შეეხება ამ შხამების მწარმოებლებს, შემომტანებს, დამკრიშავებს და ყველა ცივსისხლიან გარეწარს, ვინც ახალგაზრდებს სასიკვდილოდ წირავს საკუთარი გამდიდრებისთვის – ჯოჯოხეთს აქვე ვანახებდი, ჩემი ნება რომ იყოს”, – წერს მანჯავიძე.
კომენტარები