კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხდებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებამ.
„ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით. ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეშია ამ საშინელი განადგურების გამო. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთანაა ამ რთულ დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები