ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პერიმეტრული ღობის განათების სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, განხორციელებულმა ინვესტიციამ 812,673.03 ლარი შეადგინა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პერიმეტრული ღობის განათების მოწყობის სამუშაოები დაასრულა. აეროპორტის გარე პერიმეტრის განათება ღამის საათებში საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ პატრულირების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. სამუშოები შპს ქსელმშენმა შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 812,673.03 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები