ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს წახკნამ “მაგნიტსკის სიით” ფარგლებში ქვეყანაში შესვლა 58 პირს აუკრძალა, მათ შორის, რუსეთის პატრიარქ კირილს.
ამის შესახებ Postimees წერს.
მინისტრის თქმით, სიაში შეყვანილ ყველა პირს ესტონეთში შესვლა აეკრძალა, რადგან ისინი მონაწილეობდნენ ან წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში.
“პატრიარქი კირილი არის პუტინის იდეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროპაგანდისტი და გამავრცელებელი. შავ სიაში ის დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო შეყვანილი. ის ამართლებდა და აქეზებდა უკრაინის წინააღმდეგ ომს”, – თქვა მან.
წახკნამ დასძინა, რომ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში არსებულ სისასტიკეს ესტონეთში არ მიესალმებიან.
„მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, შემოიღონ აკრძალვა რუსეთის სასტიკი დანაშაულების მხარდამჭერთა და ჩამდენთა შემოსვლაზე“, – განაცხადა წახკნამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციები აპრილში ჩეხეთმა დააწესა.