მილიარდი ყალბი ამერიკული დოლარის ფლობის ფაქტზე სტამბოლში რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ისინი აღნიშნული ფულის აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ.
ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის – ერთი, შვედეთის – სამი, დიდი ბრიტანეთის – ერთი და განას ერთი მოქალაქე.
სამართალდამცავებმა ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს და სეიფებიდან 100-დოლარიანი ყალბი კუპიურები ამოიღეს.
კომენტარები