საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.
მთავრობის მეთაური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს ბრიუსელში 14 ივნისს გამართავს.
ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.
საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“.
კომენტარები