შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის წარმომადგენლები 13 ივნისს გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა კოლეგა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ზურაბ მუზაშვილის სახელობის მემორიალი და საფლავი გვირგვინით შეამკეს.
მეხანძრე-მაშველები მუზაშვილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, მისი გარდაცვალების დღეს, აღაიანში ყოველ წელს ჩადიან.
კომენტარები