გურჯაანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს გიორგი ბოტკოველსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გიორგი ბოტკოველი ადგილზე განცხადების აკეთებდა, რა დროსაც მან ადგილობრივ ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გააკრიტიკა. აღნიშნულის გამო მას მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. მათ ბოტკოველს კითხვით მიმართეს, სად იყო იგი, როდესაც ღამით გურჯაანში სტიქია მძვინვარებდა.
კომენტარები