გურჯაანში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ქალაქში ისე დაზარალებულ სოფლებში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, გაწმენდილია ცენტრალური და შიდა გზები. ადგილობრივებს შეფერხების გარეშე მიეწოდება ელექტრო ენერგია. სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის კომისია. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა და კომუნიკაციების უმეტესი ნაწილი აღდგენილია.
კომენტარები