ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე ნატო არ გაუგზავნის უკრაინას ოფიციალურ მიწვევას ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
გერმანიის კანცლერთან გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალიოსტის კითხვაზე -უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ მოწვევას ელის. გასულ კვირას ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ასეთი მოწვევა საბოლოოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან?- იენს სტოლტენბერგმა უპასუხა:
ვილნიუსის სამიტზე და სამიტისთვის მზადების პროცესში ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მიწვევის გაცემას. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს უკრაინა ნატოს.
„მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მოკავშირეები რეალურად უკვე ბევრ რამეზე თანხმდებიან. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ ეს ვაჩვენეთ ფინეთისა და შვედეთის მოწვევით. ჩვენ ასევე ვთანხმდებით იმაზე, რაც 2008 წელს არის ნათქვამი, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ასევე ვეთანხმებით, რომ არა რუსეთის, არამედ უკრაინისა და ნატოს მოკავშირეების გადასაწყვეტია, როდის არის შესაფერისი დრო უკრაინის მოწვევისთვის. რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებებზე ვეტო არ აქვს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.