ჟურნალისტი მარინე თექთუმანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ზუსტად არ ვიცი, რამდენი წლის იყო, მისი პირველი ლექსი რომ დაიბეჭდა იმ საბავშვო გაზეთში, სადაც მთელი ცხოვრება ვიმუშავე, მაგრამ ის კი ვიცი, რომ იმ დღიდან გულში მყავს. ჩემს ახლობლებს მოეხსენებათ, როგორ არანორმალურად მიყვარს, ვისი ბავშვობაც ხელისგულზე მიდევს და რომ იმ დღიდან დღემდე თითოეული სიყვარულად მომყვება. ჰოდა, “შვილს” როცა უჭირს, დედა უკან არაფერზე დაიხევს, საკუთარ სიცოცხლესაც ანაცვალებს, თუ ეს მის ჯანმრთელობას წაადგება. ნეტა კი შემეძლოს, მე ასე თუ ისე ვიცხოვრე…
არავის მონიშვნას არ ვაპირებ, ისედაც ბევრი გაიღეთ. არ მინდა ვინმე უხერხულ დღეში ჩაგაგდოთ, თავად უსახსრობით შეწუხებულები, არ გაგაღიზიანოთ. მარტო მოგმართავთ და გეტყვით, რომ ეკა კვიციანმა მკურნალობა უნდა გააგრძელოს, რომ იცოცხლოს. მუხლმოდრეკილი გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ,
მცირედით კვლავ დავეხმაროთ, რომ მერე, ღმერთმა არ ქნას, სინანულით იდაყვები დავიჭამოთ. მისმა თურქმა ექიმმა რომ მკურნალობა გააგრძელოს, საჭიროა კიდევ 18 ათასი დოლარი.
GE25BG0000000814550100
მიმღები ეკატერინე კვიციანი”, – წერს მარინე თექთუმანიძე.