საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას დღეს, 21 ივნისს, 20:00 საათზე, პორტუგალიასთან მატჩით დაიწყებს, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
A ჯგუფის მეორე შეხვედრაში, „მიხეილ მესხის სტადიონზე“ ერთმანეთს ბელგიისა და ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
რამაზ სვანაძის განკარგულებაში ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები:ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).
გაფართოებული სიის სამი წევრი – გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად მოემზადებიან და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარონ.