კიევში, გაზის გაჟონვის შედეგად, 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ორი სართული აფეთქდა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამის“ არხზე აქვეყნებს.
მომხდარის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი.
კლიჩკოს ინფორმაციით, მაშველებმა 18 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
აფეთქების შედეგად, ხანძარი 150 კვ.მ. ფართობზე გაჩნდა. დანგრეულია ოთხი და დაზიანებულია ექვსი ბინა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოებიც.
კომენტარები