ძალიან გთხოვთ ამ შეკითხვით ნუ მომმართავთ – მე თვითონ გამოვააშკარავებ, – ამის შესახებ მწერალი ირაკლი კაკაბაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მისი ქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს:
“მოკლედ, დღეს კიდევ დამირეკა პრესის წარმომადგენელმა და მკითხვა ერთ-ერთ ჩემს ძალიან ძვირფას ადამიანზე, რომ გავიგეთ, ცოლად მოიყვანეთ და ხომ არ დაგვიდასტურებთო. მინდა აქვე ოფიციალურად განვაცხადო:
მე 2012 წლიდან არ ვარ ქორწინებაში არავისთან. ბავშვს ვუვლი უბრალოდ როგორც მამა. ცოლი, როგორც ასეთი, არ მყოლია – და თუ მოვიყვან – აუცილებლად გაიგებს ყველა – ეს არ იქნება ფარული აქტი. 2012 წლის 29 ივნისიდან ვარ ცოლის გარეშე და თუ დავქორწინდი აუცილებლად გაგაგებინებთ. ძალიან გთხოვთ ამ შეკითხვით ნუ მომმართავთ – მე თვითონ გამოვააშკარავებ თუ დავაპირებ ქორწინებას. ამჟამად მაქვს რომანტიული ურთიერთობა უცხოელ პოეტ ქალთან, რომელიც არაჩვეულებრივი პოეტია და თუ დავაპირე დაქორწინება – შეგატყობინებთ. მადლობა”, – წერს ირაკლი კაკაბაძე.