დღეს თბილისის საკრებულოში ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ყინვა და პატარა მოწაფე“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი შექმნილია ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგ ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით.
დღეს თითქოს ჩვენც გავხდით მონაწილენი მარადიული ღირებულებებით, სიკეთითა და ოპტიმიზმით აღსავსე ფილმის, რომელიც მომავალი თაობისთვის აუცილებლად გახდება სამოტივაციო მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ხოლო მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული დაბრკოლებები კიდევ უფრო გვაძლიერებს! მადლობა რეჟისორ გიორგი ოვაშვილს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს უამრავი დადებითი ემოციისა და ბედნიერი წუთისთვის.
კომენტარები