ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბელგიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 52-ე წუთზე საპასუხო გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, მეორე გოლის ავტორი კი გიორგი გულიაშვილი გახდა.
შემდეგ თამაშს ნაკრები ჰოლანდიასთან, 27 ივნისს, 20:00 საათზე გამართავს.
კომენტარები