უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მათგან ერთი, ოლეგ ოდიშვილი ბახმუტთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. 32 წლის მამაკაცი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე წავიდა, შემდეგ უკან დაბრუნდა და ხელახლა უკრაინაში სულ ცოტა ხნის წინ გაემგზავრა. მის ოჯახს, რომელიც გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ცხოვრობს, ინფორმაცია უკვე აქვს. მეორე ქართველი მალხაზ კვიჟინაძეა.
კომენტარები