როგორც კი მიშას უღალატა გიგიმ, აღმოჩნდა რომ გიგი იყო დამაქცევარი, ცოლის პლასტიკურ ოპერაციებს ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებდაო, – ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
”მართლა უცნაურად ავადმყოფები არიან ეს მიშისტები – ადრე ჯიუტად იმეორებდნენ რომ მიშა აშენებდა და აყვავებდა ქვეყანას, უგულავა იყო გადასარევი მერი, ვანო მერაბიშვილი იყო ხერხემალი და პოლიციის გამკეთილშობილებელი და უი, საოცრება… როგორც კი მიშას უღალატა გიგიმ, აღმოჩნდა რომ გიგი იყო დამაქცევარი, ცოლის პლასტიკურ ოპერაციებს ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებდაო…
დღეს კი როცა გაირკვა რომ ვანო მერაბიშვილმაც უარი თქვა ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივნობაზე, ვანო ყოფილა მიშას მტერი, მის ტუტრუცანა ცოლს გადაყვა თურმე ”ნაციონალური მოძრაობის” იმიჯი და ზონდრებიც ყოლია…
თქვე მართლა ბენტერებო, მიშა ყოფილა მარტო ღმერთი და მეტანიები აკეთეთ დილა-საღამოს, მიშაც რომ გაემიჯნება თქვენს უპატრონო პარტიას, მერე მიშას გინებასაც სიამოვნებით მოვისმენ თქვენი პირიდან. უკვე ძალიან ამაზრზენები გახდით თუ ატყობთ, თქვენი გინებაც მეზარება”, – წერს ნინო ჯღარკავა.