დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის რუსეთში რიგი სცენარებისთვის.
სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი სიტუაციის „ანალიზსა და მონიტორინგს“ ახორციელებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მჭიდრო კავშირშია მოკავშირეებთან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გასულ შაბათ-კვირას ესაუბრა შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს.
„ძალიან ნაადრევია დარწმუნებით იმის თქმა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მთელი რიგი სცენარისთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
კომენტარები