თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის ერთ-ერთ მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა.
ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. როგორც ბრალდებულმა, სერგო შუბითიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსად მიმალვას არ აპირებს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
კომენტარები