სტიქიამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფელ ნაგურუში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო ხიდი დააზიანა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა ხიდს სამაგრები გამოაცალა, რის გამოც გარე სამყაროს მოწყვეტილია 12 ოჯახი. დატბორილია და განადგურებულია ნათესები, დაზიანებულია საავტომობილო გზები. სტიქიის შედეგად, სოფელ ლიაში საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. ვითარებას უკვე გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კომენტარები