გორსა და თბილისში ნარკოდანაშაულში ბრალდებულების დასაკავებლად საპოლიციო მოქმედებები დამთავრდა, რომელიც დილიდან მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება“, – განაცხადა ვალერი თელიამ.
სპეცოპერაცია ჩატარდა ფონიჭალაშიც. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.
კომენტარები