ამ წუთებში პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ. უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ცოტა ხნის წინ სხდომაზე ხმაურიც იყო. მსახიობები სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მივიდნენ და კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები პერფორმანსით გააპროტესტეს. მათი თქმით დღეს ქართული კინო საფრთხეშია. მსახიობები კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს აკრიტიკებენ და კონკრეტულ ბრალდებებს უყენებენ.
კომენტარები