საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პოლონეთში ვაჟთა და ქალთა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73), გურამ თუშიშვილმა (+90) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57).
კომენტარები