საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. რამდენიმე წუთის წინ 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე.
სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფრანსის დრუენი.
კომენტარები